logo
ENG



დანილოვი: ჩვენი დაზვერვა უნაკლოდ მუშაობს

14 ოქტ 202214:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/uebuhomylsvcnk7.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის დაზვერვა უნაკლოდ მუშაობს.

დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის არსენალში მაღალი სიზუსტის რაკეტების 30%-ზე ნაკლები დარჩა იმ რაოდენობით, რაც იყო უკრაინაში შეჭრის დღეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში ჯერ კიდევ არის რამდენიმე საბჭოთა ტიპის რაკეტა, მათ შორის S-300 საზენიტო რაკეტები.

"მე არ მაქვს უფლება, ის რიცხვები დაგისახელოთ, რომელთა მოსმენაც ჩემგან გსურთ. 25-28% რჩება იქიდან, რაც მათ 24 თებერვალს ჰქონდათ," - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

10 ოქტომბერს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. 

რუსეთის მხრიდან აფეთქებები მოხდა კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში. უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.


close დახურვა