logo
ENG



დანილოვი უკრაინაში დასავლური ჯარების გამოჩენას არ გამორიცხავს

09 მარ 202400:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/09/hzuymqf4m9nil3v.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი უკრაინაში დასავლური ჯარების გამოჩენას არ გამორიცხავს.

"ჩვენ აბსოლუტურად არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გარკვეული ქვეყნების სამხედრო ნაწილები გამოჩნდნენ, თუ ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

ამასთან, დანილოვი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა, პირველ რიგში, დასავლელი პარტნიორებისგან იარაღის დროულ მიწოდებას ელის.

27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.


close დახურვა