logo
ENG



დარიალის ხეობაში სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა

10 მაი 202012:50
3 წუთის საკითხავი
 
6rypudt3sxo1hrv.jpg

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კილომეტრზე  დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა