logo
ENG



დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა

07 ოქტ 202202:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/o8hmkhdjgigqrv4.jpg
საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ დარჩიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გაანცხადა. 

დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციას შეეხებოდა.

საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ და რა ნაბიჯებია  მომავალშია დაგეგმილი.

დარჩიაშვილის თქმით ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს „კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება“.

"რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა არაფორმალური შეხვედრა პრემიერ მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ეს იყო არაფორმალური შეხვედრა, თუმცა სამუშაო რეჟიმში ჩაიარა ამ შეხვედრამ და როგორც ევროკომისიის ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პრემიერს ჰქონდა კონკრეტული საკითხები, სადაც მან მთავარი აქცენტი გააკეთა იმ დღის წესრიგზე რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ რეაგირება და ფოკუსი გააკეთოს იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან მივიღეთ.

პრემიერ მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, ევროპელ ლიდერებთან ესაუბრა თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ და რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში საქართველო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ აღნიშნულ რეკომენდაციებთან მიმართებაში გადავდგათ კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯები და ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას და ვფიქრობ, რომ ორივე შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და ამას ექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

close დახურვა