logo
ENG



დასახელდეს კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყებს მუშაობას საზ.ტრანსპორტი - ხაბეიშვილი

24 მაი 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

როდის აღდგება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა? - მთავრობის დადგენილებამ გაუგებრობა გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 15 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს, რაც მოქალაქეებს დიდი ხნით გაურთულებს გადაადგილებას.

დადგენილების ტექსტთან დაკავშირებით, ხელისუფლებას დამატებით განმარტებების გაკეთება დასჭირდა. როგორც მთავრობაში განმარტავენ, 15 ივლისი მაქსიმალური ვადაა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შეზღუდვები, შესაძლოა, უფრო ადრეც მოიხსნას.

ოპოზიციაში ურჩევენ ხელისუფლებას, დაასახელოს ზუსტი თარიღი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მოსახლეობას არ აქვს ფინანსური საშუალება, ისარგებლოს ტაქსის მომსახურებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. 

„კალაძესავით და გახარიასავით პრადოებით და პორშეებით ვერ გადაადგილება ხალხი. არც იმის საშუალება აქვთ, რომ ტაქსებში იხადონ გამომუშავებული თანხა - მნიშვნელოვანია, რომ საზ.ტრანსპორტი აღდგეს სწრაფად. თორემ სხვა შეზღუდვების მოხსნას არ ექნება არანაირი აზრი. დადგენილება რომ თავად გამოსცეს, იმის ძახილი, რომ 15 ივლისამდე არ იქნება შეზღუდვები - ვერ იმარჩიელებს ხალხი. მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღი დაასახელონ. სიტყვაზე რომ არ უნდა ვენდოთ, ვიცით - რასაც წერენ, იმასაც თუ არ უნდა ვენდოთ, განგვიმარტონ", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ კი აცხადებენ, რომ მთავრობამ დამატებითი თანხები უნდა გამოყოს და უზრუნველყოს ავტოპარკის განახლება მგზავრთა ნაკადის შესაძლო გაზრდის გამო.

კატასტროფული სოციალური ვითარებაა - შიმშილის პირასაა ხალხი, მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ გადაადგილდეს და გამოკეტილია სახლში. მთავრობამ უნდა გამოყოს თანხები ამისთვის და შეავსოს ავტოპარკი, რათა ხელი არ შეუწყოს ეპიდემიის გავრცელებას და არც ადამიანები დახოცოს შიმშილით", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილებით, არსებული შეზღუდვები 15 ივლისამდე გაგრძელდება - მათ შორისაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვაც.


close დახურვა