logo
ENG



დასკვნითი სიტყვები - მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში

06 თებ 202319:55
3 წუთის საკითხავი
 

უკვე სამი საათია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებისა ან გადავადების საქმეზე ბოლო სხდომა მიმდინარეობს. მხარეები ამ წუთებში საბოლოო სიტყვას ამბობენ. უცნობია, როდის გამოაცხადებს გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას. საქმეზე განხილვა სასამართლომ პირველ დეკემბერს დაიწყო, ამ დროის განმავლობაში ჩვენება მისცა ათეულობით ექსპერტმა, რომელთა მონაწილეობითაც დაიწერა დასკვნა, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტს ოცამდე დიაგნოზი აქვს, მათ შორის დემენცია, კახექსია, რაც შეუთავსებელია პატიმრობისთვის.

 


close დახურვა