logo
ENG



დაუჯდომელი აია სოფიასთვის - სამართლმადიდებლო "თურქულ პროვოკაციას" გალობით შეხვდება

23 ივლ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 
43qdkwmzxyc4af2.jpg

პირველად ისტორიაში, საბერძნეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მორწმუნეები აია სოფიას ლიტურგიკული ციკლის მიღმა დაუჯდომელს უგალობებენ. 

ინიციატივა ფანარის მიტროპოლიტ აგათანგელს ეკუთვნის. მიტროპოლიტმა მოუწოდა მორწმუნეებს, ერთდროულად იგალობონ დაუჯდომელი მაშინ, როდესაც წმინდა სიბრძნის ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურება დაიწყება. 

მოწოდებას ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, საბერძნეთის მიტროპოლიტი იერონიმოსი, სერბეთის საპატრიარქო და მონტენეგროს მიტროპოლიტიც შეუერთდნენ. 

ხვალ, 24 ივლისს, ათენის სამიტროპოლიტო კათედრალში საბერძნეთის მიტროპოლიტი იერონიმოსი დაუჯდომელის გალობას უწინამძღვრებს. მიტროპოლიტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მართლმადიდებელ მონასტრებსა და ტაძრებსაც გალობისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ თურქულ პროვოკაციასა და რელიგიური თავისუფლების ხელყოფას ლოცვით ვუპასუხებთ", - განაცხადა ნეა იონიას მიტროპოლიტმა გაბრიელმა. 

10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1934 წლის ხელშეკრულება, რომელიც აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა, გააუქმა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მმართველი პარტიის სურვილს უკავშირდება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით. 

24 ივლისს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ჩატარდება. 

 

 


close დახურვა