logo
ENG



დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა

28 სექ 202416:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/qupzsi49nmzsn1s.jpg

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 მძიმედ დაშავდა.

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში აფეთქებას ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

close დახურვა