logo
ENG



დაცლილი ქვეყანა - შაბათის ფორმულა

19 ნოე 202221:13
3 წუთის საკითხავი
 

რიგები საელჩოებთან, რიგები საქართველოს საზღვრებთან - ყოველდღიურად იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც უპერსპექტივობას - ბუნდოვან მომავალს ამჯობინებენ, თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც საკუთარი მძიმე შრომით შიმშილს გადაურჩებიან და გადაარჩენენ აქ დარჩენილ ოჯახებს. ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე სამშობლოსგან შორს ცხოვრების გადაწყვეტილებას მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩეს, შვილები სწავლის გარეშე. რა იმედით მიდიან ჩვენი მოქალაქეები და როგორ ცხოვრობენ, ევროპულ ქვეყნებში ჩვენი მამები, ძმები, დედები, მეუღლეები, შვილები - რომლებმაც უკიდურესი გაჭირვების გამო საქართველო დატოვეს. ქართული ოცნების მმართველობის მე-10 წლისთავზე უფრო თვალშისაცემი გახდა რიგები საელჩოებთან და აეროპორტებში.


close დახურვა