logo
ENG



დეგნანი: მართლაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე

21 ივლ 202217:53
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ის "შოკირებულია" ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით:

"მართლაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე.  დიდი უპატიმვცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული გასახსენებელია რომელიმე სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია საქართველოსთვის ამ მიმართულებით. მე მხარს ვუჭერ ელჩ ჰარცელს და ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ის სამუშაო, რომელიც ელჩმა ჰარცელმა საქართველოში გასწია."- თქვა დეგნანმა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კარლ ჰარცელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ელჩი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს."- თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შემდეგ "ქართული ოცნების" სხვა წევრებმაც გააკეთეს მსავსი კომენტარები. ერთერთი მათგანი იყო ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც თქვა, რომ "ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო."


close დახურვა