logo
ENG



დეგნანი: სტატუსისთვის საჭირო რეფორმების გატარება, ხელს შეუწყობს NATO-ში ინტეგრაციას

30 ივნ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: სტატუსისთვის საჭირო რეფორმების გატარება, ხელს შეუწყობს NATO-ში ინტეგრაციას

საქართველო არის ძლიერი პარტნიორი NATO-სთვის და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რაც საქართველოდან იყო წარგზავნილი მადრიდის სამიტზე. მადრიდის სამიტი იყო კიდევ ერთხელ დემონსტრირება ალიანსის ერთიანობის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი და არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე. ეს სამიტი კიდევ ერთი დასტურია იმისათვის, რომ NATO არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოსთვის ეს იყო კიდევ ერთი კარგი შანსი, რომ განეხილათ ის ნაბიჯები და რეფორმები, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში NATO-სა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. [...] აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, აღნიშნული რეფორმების გატარება, რაც საჭიროა სტატუსის მისანიჭებლად, ასევე, ხელს შეუწყობს NATO-ს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. მოგეხსენებათ, NATO არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, ასე რომ არა მხოლოდ სამხედრო კუთხით მზაობა, პოლიტიკური საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი.


close დახურვა