logo
ENG



დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: საქართველოს სჭირდება მშვიდი გარემო და არა არასტაბილურობა

30 სექ 202113:33
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: საქართველოს სჭირდება მშვიდი გარემო და არა არასტაბილურობა

აშშ-ის ელჩი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე აცხადებს, რომ ის ამ საკითხზე "სპეკულირებას არ აპირებს" და რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა.

კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ სწორედ მშვიდ გარემოს იხილავს საზოგადოება როგორც არჩევნების დღეს, ისე მას შემდეგაც.

„არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა. ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა. სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და იმედი მაქვს, სწორედ ამას ვიხილავთ არჩევნების დღეს და მის შემდეგაც", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილიც -ის ამბობს, რომ "კანონის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში".


close დახურვა