logo
ENG



დეგნანი - ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს

02 ივლ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების მიღება მნიშნველოვანია იმისთვის, რომ ოქტომბერში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს.

„გვქონდა კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შესულია ოდირის რეკომენდაციებში. განვიხილეთ დამატებითი წინადადებებიც. ვფიქრობთ, რომ შევქმნით გარკვეულ პირობებს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად. კარგი სამუშაოები ჩატარდა კანონმდებლობის პროექტზე და ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პროექტში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.  


close დახურვა