6 წლის გოგონა, რომელიც დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, ახლა ბებიასთან ცხოვრობს და დედას ბავშვთან მიკარების უფლება ერთი თვით შეზღუდული აქვს. ამ მძიმე ამბავს, უფრო მეტად ამძიმებს სოციუმის და იმ სკოლის დამოკიდებულებაა, სადაც გოგონა სწავლობს. შაბათის ფორმულას ადგილობრივების ნაწილი უყვება, რომ ბავშვს დაზიანებები ყელზე, სახეზე და ტანზე ჰქონდა. ცხადია ამას ხედავდნენ მასწავლებლებიც.