logo
ENG



დეველოპერების დახმარებით, ოცნება იმ კომპანიებს ეხმარება, რომლებსაც ლობირებს - ოპოზიცია

29 მაი 202008:22
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების ოპონენტები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეკონომიკური ჯგუფის მიერ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობა კონკრეტული თანხების სხვადასხვა სექტორში გადანაწილებით, ქვეყანას პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა იმ კომპანიებს ეხმარება, რომლებსაც თავად "ქართული ოცნება" ლობირებს. 

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუსავების დროს უფრო არაორდინალური ნაბიჯები უნდა გადაედგა.

"ეს არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ არის. ეს არის ფულის განაწილების გეგმა. ანუ ჩვენ რაღაც ძალიან დიდ თანხებს მივიღებთ ჩვენი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებიც პანდემიის გამო, რაღაც ფულს გვაძლევენ. ანტიკრიზისული გეგმა ნიშნავს იმას, რომ უნდა გადადგა არაორდინალური ნაბიჯები, რომელსაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში მთავრობა არ დგამს. სწორი იქნებოდა, რომ გადაენაწილებინათ, მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილი და მათ გარდა ყველაზე გადაენაწილებინათ. პანდამიამ ყველამ დააზარალა და არც ეს მექანიზმია სწორი და ცხადია ის დაგვიანებულიც არის", - აღნიშნა ჯაფარიძემ

დახმარებებს დაგვიანებულს უწოდებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანიც.

"დახმარებები არის დაგვიანებული და არასაკმარისი. ჯერჯერობით ბიუჯეტის ცვლილება პარლამენტში შემოსული არ არის და არც ვიცით რა დახმარებაზეა საუბარი. იმაზე რაზეც ლაპარაკობენ, ის ბიუჯეტში ასახული არ არის და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ნებისმიერი კონკრეტული სფეროს დახმარება გადაიქცევა კორუფციულ სქემად და ეს არის ძირითადად იმ ბიზნესების დახმარება, რომელსაც თავად ფლობენ და ლობირებენ", - განაცხადა რატიანმა. 

 

 


close დახურვა