ხორვატიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ცენტრალურმა მცველმა – დეიან ლოვრენმა “ლივერპული” დატოვა.
პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერ თასისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი კარიერას სანკ-პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თავად კლუბმაც, რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
დეიან ლოვრენი მერსესაიდულ კლუბში 2014 წლიდან ირიცხებოდა და ჯამში 131 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო.