logo
ENG



დეკანოზი შალვა: ქართველების ჩამომყვანი თვითმფრინავები ეკურთხება და რეისები დაილოცება

06 აპრ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 
2pl8ktdf2eefhxi.png

დეკანოზი შალვა კეკელიას თქმით, ხვალიდან ევროპაში ჩარჩენილი ქართველების ჩამოსაყვანად არსებული თვითმფრინავები გაფრენის წინ ეკურთხება.

დეკანოზის თქმით, თვითმფრინავში პატრიარქის მიერ ეკიპაჟისთვის ნაჩუქარი ხატიც იქნება.

„თვითმმფრინავები ეკურთხება და ყველა მგზავრობის წინ პარაკლისს გადაიხდის მოძღვარი. ყველა რეისი დაილოცება. თან ეკიპაჟს პატრიარქის ნაცუქარი მიერ წმიინდა გაბრიელისა და წმინდა გიორგის ხატი ექნება“, - განუცხადა „ფორმულას“ მამა შალვამ.

შეგახსენებთ, რომ რეისებს ქართველების ჩამოსაყვანად „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს. რეისების კურთხევა ხვალიდან დაიწყება.


close დახურვა