logo
ENG



დეკანოზ მამალაძის ძმა: 17 რიცხვში მოხდება სასჯელის გადავადება

05 მარ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, დღევანდელ სხდომაზე 7 მოწმე გამოკითხეს, რომელთა შორისაც იყვნენ ექსპერტები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი. დეკანოზის ადვოკატის განცხადებით დღევანდელს სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მამალაძის მდგომარეობა არის მძიმე და ის საჭიროებს შესაბამის მკურნალობას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მამა გიორგი მამალაძის ოჯახს აქვს მოლოდინები, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა არავინ და მოსამართლე იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, მოხდება მათი სარჩელის დაკმაყოფილება და სასჯელი გადავადდება, რათა მოხდეს დეკანოზის შესაბამისი მკურნალობა.

"დადასტურდა ის, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ეს დაადასტურა თავად მკურნალმა ექიმმა. დადასტურდა ისიც, რომ სადაც იმყოფება იმ დაწესებულებაში, მისი მკურნალობა ვერ ხერხდება და ამიტომ აუცილებელია სასჯელის გადავადება. 17-მდე თუ ვინმე არ ჩარევა, მთავრობა ან საპატრიარქო, იმ გამოკვლვებიც რაც დღეს ჩატარდა, 17 რიცხვში მოხდება სასჯელის გადავადება",-აღნიშნა დეკანოზის ძმამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა საპატრიარქოს შუამდგომლობა და დეკანოზ გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. სწორედ ამიტომაც ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეტანათ სარჩელი და მოეთხოვათ მამალაძის სარჩელის გადავადება. სასამართლო 17 მარტამდე გადაიდო სადაც შესაძლოა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.


close დახურვა