მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც თითქოს მოიხადა აქ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იქნას მიღებული. მე მოვითხოვ, ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, [ირაკლი] ბერაია რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას გადაყენებულ უნდა იქნას თანამდებობიდან. ის რაც აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.