ნაციონალური მოძრაობის წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვიცე-მერობის კანდიდატი გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი იქნება. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"იმედი მაქვს, რომ არ მიწყენს პირველად ვამბობ, რადგან წარდგენაზე გვინდოდა [თქმა]. ეს იქნება იმედა კლდიაშვილი, რომელიც პრაიმერიზში იბრძოდა თბილისში. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები ევროპული საქართველოდან, გირჩიდან. აქ არ არის ლელოს მერობის კანდიდატი და კოორდინაციასთან დაკავშირებით გვექნება მათთან შეხვედრა", - ამბობს დეკანოიძე.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ისინი ქუთაისში წარადგენენ პარტიულ სიას და მაჟორიტარობის კანდიდატებს.