logo
ENG



დეკანოიძე ბოკერიას დაბარებაზე: ივანიშვილი მართლმსაჯულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს

16 დეკ 201914:20
3 წუთის საკითხავი
 
79kcpc3cu6nmi7q.jpg

საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას გამოკითხვა დღეს, 17:00 საათზე ჩაინიშნა. ის ჩვენებას, მაგისტრ მოსამართლესთან, 2014 წლის საქმესთან დაკავშირებით მისცემს. საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება, იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, მსგავსი პრაქტიკა ავტორიტარულ ქვეყნებში გამოიყენება.

„ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები განადგურებულია. 20 წლის წინანდელი თემების ვითომდა აქტუალიზაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს მმართველი ძალისთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურების ნეიტრალიზება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილი მართლმსაჯულებას იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

“ივანიშვილი მართლმსაჯულებას იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს პოლიტიკური რეპრესიების ახალხ ტალღასთან, რომელიც მისი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. თუმცა, არ არსებობს მსოფლიოში მაგალითი, როდესაც რეპრესიები უზურპატორებს ძალაუფლებას უნარჩუნებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია საგამოძიებო უწყებაში დღეს  დაიბარეს. უწყებაში მისი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.


close დახურვა