საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას, ოპოზიციური პარტიების ერთიანი საარჩევო სიის შექმნასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც აფასებენ. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინადადების განხილვა შესაძლებელია. როგორც დეკანოიძე აცხადებს, სააკაშვილის მხრიდან ეს ინიციატივა პირველად არ გაჟღერებულა და ამაზე საუბარი სხვადასხვა სახით პარტიის შიგნითაც მიმდინარეობდა.
„სხვადასხვა სახით ჩვენს შიგნითაც მიმდინარეობდა ეს მსჯელობა და მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა, როგორც ერთიანობის მძლავრი იდეა, შესაძლებელია აქტიურად იყოს განხილული. თუ ვინმეს უნდა ბნელ ოთახში დაინახოს ის, რაც არ არსებობს ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ რაც გვსურს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.