logo
ENG



დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე: სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა

29 ოქტ 202111:26
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე: სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე, მორიგი მტკიცებულებაა სტრასბურგისთვის. ღარიბაშვილმა თქვა, რომ "თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას" და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან. 

"მორიგი კატასტროფა თქვა. სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულება", - წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე. 

28 დეკემბერს იმედის ეთერში, გადაცემა "იმედი LIVE"-ში წამყვანმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება, დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა?

"ფინალი, რა ვიცი, ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] თავის ჯანმრთელობას იზიანებს... უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 29 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 


close დახურვა