"სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან ნაფოტებიც სცვივაო", - ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სასამართლოზე სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას.
თალაკვაძის თქმით, 29 ნოემბერს სასამართლოსთან განვითარებული მოვლენებით, სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მიზნები გამოჩნდა.
"რაც შეეხება გამოსვლას, ამ გამოსვლაში ჩვენ შეგვიძლია მარტივად გამოვიტანოთ დასკვნა, სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან ნაფოტებიც სცვივაო. ანუ მ,ე ვაშენებდი სახელმწიფოსო და იქ თუ ვინმე დაიღუპა და თუ ვინმე აწამეს, და უფლებები დაირღვა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მოხდა და ამას დანაშაულად არ ვაღიარებ, გადაცდომები იყოო, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად შეიძლება ამას გადაცდომა ეწოდოს", - ამბობს თალაკვაძე.
29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი პირველად დაესწრო სასამართლო პროცესს, სადაც 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდნენ. მისი სიტყვით გამოსვლა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის ადმინისტრაციული წესით გიგი უგულავა. აქტივისტ ბესიკ თამლიანს კი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ედავებიან.
- სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე: სამხედროების ამნისტია მოხდა, 280 სამხედროს შეეხო
- სააკაშვილი: მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი
- სააკაშვილი: ბევრი შეცდომა მაქვს, პირველ რიგში ეს სასამართლო
- რას ყვება მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე
- სააკაშვილი: რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა, მე დღეს ცოცხალი არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე