დეკლარაციის თანახმად, ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულ რეისში ღარიბაშვილის მამამ 109 500 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნისას ხელფასის სახით 45 104 ლარი აიღო.