logo
ENG



დემოკრატი კანდიდატი ბეტო ო რურკი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

02 ნოე 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
eweidnnt5t2aujy.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბეტო ო რურკი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა.

საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა განცხადება მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ბეტო ​ო რურკის თქმით, ის, არასაკმარისი რესურსის გამო, კამპანიის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს და 2020 წლის არჩევნებში დემოკრატ კანდიდატს დაუჭერს მხარს. 47 წლის პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მარტში გამოაცხადა.  


close დახურვა