logo
ENG



დენვერმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა 3-3

14 სექ 202011:41
3 წუთის საკითხავი
clock 318
8pf1bg6hazuldta.jpg

სასწაულამდე 1 ნაბიჯი აშორებს დენვერ ნაგეთსს, რომელმაც სერიის მეექვსე შეხვედრაში ლოს ანჯელეს კლიპერსი დაამარცხა და კონფერენციის ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

დენვერმა ლიგის ყველაზე მებრძოლი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა, მაიკ მელოუნის მომზაებული გუნდი 19-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად არ დანებდა და შეხვედრა ანგარიშით 111-98 მოიგო. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო.

სერბმა ცენტრმა 34 ქულა, 14 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იოკიჩს თანაგუნდელთაგან 21 ქულით ჯამალ მიურეი დაეხმარა, კლიპერსის რიგებში კი თავი ტრადიციულად კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა გამოიჩინეს.

სერიის მეშვიდე შეხვედრა 16 სექტემბერს გამთენიისას გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალისტი ერთი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია, ჩემპიონობისთვის ლოს ანჯელეს ლეიკერსი იბრძოლებს.


close დახურვა