NBA-ში ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეთსის სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა. დენვერმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალში სხვაობა შეამცირა.
მაიკ მელოუნის გუნდი მესამე პერიოდში 20-ქულიან უპირატესობას ფლობდა. მიუხედავად ლებრონ ჯეიმსის კარგი თამაშისა, კოლორადოს შტატის წარმომადგენელმა მატჩი ანგარიშით 114-106 მოიგო.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ჯამალ მიურეი იყო, კანადელმა კალათბურთელმა გუნდს 28 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა მოუტანა. დასავლეთ კონფერენციის ფინალში ანგარიში ლეიკერსის სასარგებლოდ 2-1-ია.
დენვერ ნაგეთსმა სერიაში ანგარიში 1-2 გახადა
23 სექ 202012:50
3 წუთის საკითხავი