დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის გარეშე, - მასშტაბური აქციის ფონზე, ოცნება საგანგებოდ თათბირობდა, როგორ გადაარჩინოს ივანიშვილი სანქციებს. ფორმულას ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ანტიოლიგარქიული კანონის მიღება, მაგრამ ისე, რომ ქვეყნის ოლიგარქს პროცესი არ შეეხოს. არადა ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი და ოლიგარქის დესტრუქციული როლი პირდაპირ ჩაწერა. ქართულ ოცნებას კი ამჯერადაც ისრები ოპონენტებისა და მედიისკენ გადააქვს. დასავლეთი ევროკავშირთან დასაახლოებლად დეოლიგარქიზაციას ითხოვს, საპასუხოდ ოცნება დევნის ახალ კამპანიას აჩაღებს, მათ შორის ფორმულას დამფუძნებლის მიმართ.