logo
ENG



დე ფაქტო დონეცკის ე.წ სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელებს სიკვდილი მიუსაჯა

09 ივნ 202219:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/xni7tt7x9tagq76.jpg
Ria Novosti

რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიის, RIA Novosti-ს ცნობით, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტულმა სასამართლომ ბრიტანეთის 2 და მოროკოს 1 მოქალაქეს, ვინც ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ, სიკვდილი მიუსაჯა.

მედიის ცნობით, თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ კანონების შესაბამისად, ბრიტანეთის მოქალაქეებს აიდენ ასლინსა და შონ პინერს, ასევე მაროკოს მოქალაქეს საადუნ ბრაჰიმს დახვრეტენ.

დასახელებულ ადამიანებს ბრალად ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ედებათ, რაც თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ასლინს ასევე ბრალი ედება წვრთნები ტერორისტული აქტისთვის მზადებაში. უცხოელი მოხალისეები მარიუპოლში აპრილში დააკავეს.

დაკავებულები აცხადებენ, რომ ისინი მარიუპოლში სამხედრო დანაყოფებთან ერთად იბრძოდნენ, ახლა ისინი ომის ტყვეები არიან და მათ ჟენევის კონვენცია უნდა იცავდეთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა დენის პუშილინმა მათ „სასტიკ დანაშაულებში“ დასდო ბრალი, როგორიცაა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ხალხის მიმართ დანაშაულების ჩადენაში ედებათ ბრალი.

რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია მათ დაქირავებულ ჯარისკაცებად მოიხსენიებს და ე.წ სასამართლოც მათ, დაქირავებული ჯარისკაცების სტატუსით ასამართლებს.

 

close დახურვა