logo
ENG



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯარისკაცებს საშობაო ვახშმით გაუმასპინძლდა

22 დეკ 201912:16
3 წუთის საკითხავი
 
gjlbk0sjff47q0s.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯარისკაცებს საშობაო ვახშმით გაუმასპინძლდა. ბორის ჯონსონი ესტონეთში მდებარე ნატოს ბაზას სტუმრობდა. წითელ წინსაფარში გამოწყობილი პრემიერ-მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს თავად მოემსახურა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს ნატოში შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს და ეს მომავალშიც ასე იქნება. სამხედრო ბაზა, რომელიც ტალინთან ახლოს მდებარეობს, ნატოს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიქმნა. 


close დახურვა