logo
ENG



დიდი ბრიტანეთი უკანონო მიგრანტებისთვის ბინადრობის გასაცემ ვადას ხუთიდან 20 წლამდე ზრდის

16 ნოე 202523:13
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/16/689p0yquda0dqd1.png

დიდი ბრიტანეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. რეფორმის გეგმას შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ ხვალ წარადგენს.

ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მიგრანტებისთვის და მათთვის, ვინც თავშესაფარი მხოლოდ ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა, მუდმივი ბინადრობის მიღების ლოდინის ვადა 20 წლამდე გაიზრდება.

გათვალისწინებული გარკვეული შემსუბუქება „კვალიფიციური ლტოლვილებისთვის“, რომელიც 20-წლიან ვადას „სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისა და სწავლის მეშვეობით“ შეამცირებს.

ისინი კი ვინც ქვეყანაში ლეგალურად, გადასახლების სპეციალური პროგრამების მეშვეობით ჩავლენ, სამუდამო ბინადრობის მიღებას 10 წლის შემდეგ შეძლებენ.


close დახურვა