logo
ENG



დიდუბისა და საბურთალოს რაიონებს წყალი დილამდე შეუწყდათ - GWP

31 დეკ 202301:09
3 წუთის საკითხავი
 
დიდუბისა და საბურთალოს რაიონებს წყალი დილამდე შეუწყდათ - GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, თბილისის 2 რაიონს წყლის მიწოდება დილამდე შეუწყდა. საუბარია დიდუბის და საბურთალოს რაიონზე.

GWP-ის ცნობით, დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდელის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30 დეკემბრის 23:00 საათიდან 31 დეკემბრის 08:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყება: ვაგზლის მოედანი, გოგოლის 14-32 (ლუწები), თამარ მეფის გამზ. N33 აბასთუმნის N1.

ასევე, საბურთალოს რაიონში, როსტევან მეფის ქ. 1 შეს. N 1 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30 დეკემბრის 21:15 საათიდან 31 დეკემბრის 06:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: დავარი, როსტევანი და ასმათის ქუჩებს.


close დახურვა