logo
ENG



დიდ ბრიტანეთში, ველური ბუნების პარკში ვეფხვის ვოლიერში შესული მამაკაცი დაიღუპა

12 ოქტ 202611:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/aywenuhcnoyk7sn.png

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის ველური ბუნების პარკში (Yorkshire Wildlife Park), ვეფხვის ვოლიერში შესვლის შემდეგ მამაკაცი მიღებული მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა.  ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, თუმცა მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ვეფხვი არ დაშავებულა, ხოლო გარდაცვლილის ოჯახს უკვე ეცნობა მომხდარის შესახებ და მათთან სპეციალისტები მუშაობენ. შემთხვევის შემდეგ პარკიდან ვიზიტორების ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცავების განცხადებით, ცხოველი ვოლიერში დარჩა და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

ქალაქ დონკასტერთან მდებარე პარკმა განცხადება გამოაქვეყნა, გავრცელებულ განცხადებაში პარკის ადმინისტრაციამ მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. ასევე ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ვეფხვი, სახელად ალტაი (Altai), უსაფრთხოდაა და მას არ დააძინებენ (ევთანაზიას არ ჩაუტარებენ).


close დახურვა