დიდ ბრიტანეთში თინეიჯერმა, რომელიც ბოლო 10 თვის განმავლობაში კომაში იყო, კორონავირუსის პანდემიაზე არაფერი იცის. მიუხედავად ამისა, ინფექცია მან უკვე ორჯერ გადაიტანა. 19 წლის ჯოზეფ ფლავილის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
ფლავილს გასული წლის პირველ მარტს მანქანა დაეჯახა, 3 კვირით ადრე, ვიდრე დიდ ბრიტანეთში სრული კარანტინი დაიწყებოდა. ავარიისას მან ტვინის დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც, თვეების განმავლობაში უგონოდ იყო.
მისი ნათესავი, სალი ფლავილ სმიტი Guardian-ს უყვება, რომ ბიჭის ცნობიერება სწორედ ახლა, ნელ-ნელა იწყებს გაუმჯობესებას და უცნობია, რა იცის მან ამ დროისთვის. მან ასევე თქვა, რომ ცდილობდნენ ვიდეოს მეშვეობით აეხსნათ ჯოზეფისთვის, რაც მოხდა, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მასთან პირადად მისვლის შესაძლებლობა არ აქვთ.