ახალგაზრდა კაცი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მას ჭრილობები მეზობელმა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს
21 მაი 202110:40
3 წუთის საკითხავი