ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, დილით რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს.
"მტერი თავს დაესხა ზაპოროჟიეს. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა განადგურდა." - განაცხადა ზაპორიჟჟიას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კურტევმა Telegram-ზე.
კურტევის თქმით, თავდასხმის ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი. უცნობია მოჰყვა თუ არა დაბომბვას მსხვერპლი.