logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს

13 ივლ 202222:14
3 წუთის საკითხავი
 
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს

ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს. 

პალიტრის ეთერში ხუნდაძემ თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა თავად დაუწესოს სანქციები დასავლეთს. 

"თუ შეცდომა იქნება, მაგრამ საფრთხის ორგანიზატორი ამ საფრთხეს არ აამოქმედებს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება, მაგრამ, როდესაც რისკია და არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ოკუპანტის განწყობით და ქმედებებითაა, შეცდომები ძვირი ჯდება. ამ საერთო კონტექტით, ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში, არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მოდის ზამთარი, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი და ვაჭრობის კუთხით წონა იზრდება. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე დასავლეთის მიმართ. ამიტომ, ახლა, ამ ვითარებაში, აუცილებელი პირობაა, რომ ომი დასრულდეს". - თქვა დიმიტრი ხუდნაძემ. 

ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება და  საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მიზეზად დაასახელეს "უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე". შემდეგ კი არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული". 


close დახურვა