logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას

25 იან 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების მწვავე კრიტიკაზე "ქართული ოცნების" პასუხი უცვლელია - კონგრესმენის წერილი რეალობას არ შეესაბამება. მთავარ პრობლემად ხელისუფლებაში კვლავ კომუნიკაციის ნაკლებობა მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია. ხელისუფლების პოზიციით, კრიტიკა გამოგზავნილია კონგრესმენების მხოლოდ მცირე ნაწილის მხრიდან და არ წარმოადგენს ზოგადად აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიციას. 

"წერილის შინაარსი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას, მაგრამ უშუალო კომუნიკაციით შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და მჯერა, რომ შინაარსი შეიცვლება. მგონი ეს პარტნიორულ ურთიერთობას არ წაადგება, მაგრამ ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა ზოგადად აშშ-ს",-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

 


close დახურვა