logo
ENG



დისტანციური სწავლება არ შედგა - სკოლის დირექტორები ახალ დირექტივებს ელოდებიან

28 ივნ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

2020 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრის დისტანციურად წარმართვას პედაგოგები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ამ მოდელმა არ გაამართლა და საჭიროა, რომ სკოლებმა გეგმა ინდივიდუალურად შეიმუშაონ.

სკოლის დირექტორები აცხადებენ, რომ სკოლებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად ეფექტიანია დისტანციური სწავლება და ამიტომაც ამ საკითხზე მათი აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. 

„განრიგი გავაკეთეთ საფეხურების მიხედვით, რათა სკოლაში ერთსა და იმავე დროს იყოს მოსწავლეთა რაოდენობის ნახევარი. სამინისტრომ უნდა გვითხრას, რამდენ კვადრატულ მეტრს მოიაზრებს ერთ მოსწავლეზე ახალი რეკომენდაციებით. მაგალითად, ერთ საკლასო ოთახში რამდენი ბავშვი იჯდეს, როგორ ჩავატაროთ ფიზიკური მომზადების გაკვეთილები. უნდა ვაღიაროთ - დისტანციური სწავლება არ შედგა", - ამბობს ელზა ბადაშვილი, თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო 2020-21 სასწავლო წლებისთვის სიახლეებს გეგმავს.  როგორც გამოცემა edu.aris.ge იუწყება, სასწავლო პროცესი შესაძლოა, კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს ან ნაკადების მოწესრიგების მიზნით ორცვლიანი ფორმატით განახლდეს.


close დახურვა