logo
ENG



ეს არის წყლის ნაყვა - ექსპერტები განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სასწავლო განრიგის შესახებ

28 ივნ 202012:14
3 წუთის საკითხავი
clock 822

განათლების სამინისტრო 2020-21 სასწავლო წლებისთვის სიახლეებს გეგმავს.  როგორც გამოცემა edu.aris.ge იუწყება, სასწავლო პროცესი შესაძლოა კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს ან ნაკადების მოწესრიგების მიზნით ორცვლიანი ფორმატით განახლდეს.

განათლების ექსპერტები შეთავაზებულ ახალ ფორმატებს კრიტიკულად შეხვდნენ. მათი თქმით, კვლევის გარეშე სწავლების დაგეგმვას აზრი არ აქვს. ამიტომაც განათლების სამინისტროს, პირველ ყოვლისა, ბოლო სემესტრის შესწავლას ურჩევენ.

სამინისტრომ სამი ფორმატი შესთავაზა - დისტანციური სწავლება, შერეული და ნაკადების მოწესრიგება ორცვლიანი სწავლებით.

„თუ დისტანციური სწავლების შინაარსი არ იქნება გააზრებული, ყველაფერი იქნება უაზრო. ფაქტობრივი მდგომარეობაა სამინისტროში, რომ არ აქვთ კვლევა და არ ფლობენ ინფორმაციას, როგორ დაიგეგმოს პროცესი - მაშინ ეს მსჯელობა არის წყლის ნაყვა", - ამბობს მარიამ რამინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო დაწესებულებებში 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი დისტანციურად წარიმართა. ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, რა ფორმით განახლდება სწავლა შემოდგომის სემესტრიდან.


close დახურვა