logo
ENG



დიღმის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია

11 აპრ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
qwbzn0kezrfk544.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იწვოდა ოთახი და აივანი.

ადგილზე 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე, ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.

ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია, არავინ დაშავებულა.

 


close დახურვა