დიღმის მასივში მოსახლეობა, ბინიდან ოთხშვილიანი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ოჯახს და მის მხარდამჭერებს სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს.
„15 დოლარად დავტვირთე იპოთეკით, 300 დოლარს ვიხდიდი ყოველ თვე, მაგრამ ვერ გადავიხადე. მივედი, ვითხოვე, რომ გავყიდდი და დავფარავდი. ვერ მოვასწარი მოცემულ დროში, აღსრულებამ კი 20 დოლარად გამიყიდა. ბებია გარდაგვეცვალა და აუქციონი გამოგვეპარა, ორ დღეში კი მყიდველი მოვიდა და ასე დავრჩით ოთხი შვილით ქუჩაში. ახლა დედაჩემი და ჩემი დები არიან სახლში და ველოდებით როდის გამოყრიან“, - აცხადებს სახლის მეპატრონე ილია სეხნიაშვილი, რომელიც ვარაუდობს, რომ მყიდველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და შეთანხმებაზე ამიტომაც არ წამოვიდა.
ამ დროისთვის ავეჯი უკვე გამოტანილია ბინიდან, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ მისი სადარბაზოდან გამოტანის უფლებას არ მისცემენ. პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე მერიის თანამშრომლებს ელოდებიან, რომელიც ოჯახს განუმარტავს, თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ.