logo
ENG



დოლიძის დანიშვნა იუსტიციის საბჭოში იყო დარღვევა - ჯანეზაშვილი

19 ივნ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ანა დოლიძის მიერ პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შემდეგ, ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგას იუსტიციის საბჭოს დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძეს ახსენებს, თუ როგორ დაინიშნა ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მისი თქმით, დოლიძის დანიშვნაც კი უკანონო იყო.

„ანა დოლიძემაც გაიხსენოს, რატომ გახდა საბჭოს წევრი. ვინაიდან, როცა ის პრეზიდენტმა დანიშნა, ეს იყო დარღვევა მაშინაც და ადამიანებმა არ დაიწყეს ამაზე საუბარი, მას როგორც ჩანს, მადა მოემატა და აგრძელებს პოლიტიკას, რომ შეუძლია კანონი დაარღვიოს და მიაღწიოს წარმატებას როგორც პოლიტიკაში, ისე სასამართლო ხელისუფლებაში. ის იყენებს შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს შეუძლია მისი გათავისუფლება", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილის ბრალდებებს ანა დოლიძე პასუხობს - ის ჯანეზაშვილის კლანის გავლენების ქვეშ მოქცევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუკი რაიმე სახის კანონდარღვევაზეა საუბარი, ჯანეზაშვილმა ეს სასამართლო დავით უნდა დაამტკიცოს.

„ნაზის აქტიურობა მხარდაჭერილია იმ ძალების მიერ, რომლებსაც მე ვებრძვი, ახალი პლატფორმის დაარსებით, თუ ეს არ არის იაფფასიანი და ბინძური პიარის წინააღმდეგ. დავების გადასაწყვეტად გვაქვს სასამართლოები და მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლოები მე არ მწყალობენ, მზად ვარ განვიხილო ეს დავა სამართლებრივად", - ამბობს ანა დოლიძე.


close დახურვა