აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოოდ უკრაინას „ცოტა განსხვავებული ფორმა“ ექნება. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ეს ტერიტორიულ დათმობებს, და დასძინა, რომ მშვიდობის გზაზე ერთ-ერთ მთავარ ბარიერს მხარეებს შორის არსებული მძიმე დამოკიდებულება წარმოადგენს.
„ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან უკრაინის ომის დასასრულებლად, რის შედეგადაც უკრაინას ცოტა განსხვავებული ფორმა ექნება“.
პარალელურად, მიმდინარე კვირაში, 10-11 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი განახლდება. რუსეთის მხრიდან მთავარ მოთხოვნად კვლავ დონბასზე კონტროლის აღიარება რჩება, მაშინ როდესაც ოფიციალური კიევი ტერიტორიების ნებით დათმობაზე მკაცრ უარს აცხადებს.
