logo
ENG



დონალდ ტრამპი აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას აპირებს

01 აგვ 202011:07
3 წუთის საკითხავი
clock 1026

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას გეგმავს. ამ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, აკრძალვის რომელ მეთოდს გამოიყენებს. საუბარია საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების გამოყენებაზე ან აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განკარგულებაზე.

მანამდე კომპანია Microsoft-მა TikTok-ის შესყიდვის სურვილი გამოთქვა.

აღშანიშნავია, რომ Tik Tok-ს ჩინეთის სახელმწიფოსთან კავშირსა და მომხმარებელთა ინფორმაციის ჩინეთში გაგზავნაში ადანასაულებენ.

მანამდე აპლიკაციისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით სახელლმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკ პომპეო გამოვიდა. პომპეომ 7 ივლისს თქვა, რომ „აპლიკაცია მომხმარებლებმა მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოტვირთონ, თუ სურთ, რომ პირადი ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში ჩავარდეს“.

ცნობისთვის, 30 ივნისს Tik Tok-ი აკრძალვის გადაწყვეტილება ინდოეთის ხელისუფლებამაც მიიღო. 

თავად აპლიკაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ TikTok-მა უამრავი სამუშაო ადგილი შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისივე თქმით, კომპანია მომხმარებელთა პირად ინფორმაციას მკაცრად იცავს. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ კომპანია მომხმარებელთა პირად მონაცემებს ჩინეთის სპეციალურ სამსახურს გადასცემს.

TikTok-ი ჩინური აპლიკაციაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს გახდა.


close დახურვა