logo
ENG



დონეცკში რუსებმა 5-სართულიანი საცხოვრებელ სახლი დაბომბეს, ნანგრევებში 30-ზე მეტი ადამიანია

10 ივლ 202211:37
3 წუთის საკითხავი
 

9 ივლისის საღამოს დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა 5-სართულიანი სახლი დაბომბეს. 

ნანგრევების ქვეშ 30-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის 9 წლის ბავშვი. 

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, ამ დროისთვის ამოიყვანეს 6 დაღუპულის ცხედარი, ასევე, 5 დაჭრილი. 

კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა შეძლეს დაკონტაქტებოდნენ 2 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში რჩებიან. 

ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა "ქარიშხალი" ესროლეს. 

პარალელურად, დონეცკის სეპარატისტულმა რეჟიმმა განაცხადა ბოლო 24 საათში სროლების შედეგად 3 დაღუპულისა და 11 დაშავებულის შესახებ. 

ჩასოვ იარის გარდა, კირილენკომ 9 ივლისს განაცხადა რუსი აგრესორების თავდასხმების შესახებ სხვა ქალაქებში - ქ მარიინკეში, კონსტანტინოვკაში და პერეეზდნოეში, სადაც ასევე დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. 


close დახურვა