![2022/07/10/6ptp8ufg1an092n.jpg](/uploads_script3/articles/2022/07/10/6ptp8ufg1an092n.jpg)
უკრაინაში დონეცკის რეგიონში, ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის გადაუდებელი სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მაშველებმა 5 დაშავებული ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
„10 ივლისს 13:00 საათის მონაცემებით, ჩასოვ იარში 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა“ - წერია განცხადებაში.
ადგილის ნანგრევებისგან გასუფთავებასა და სამძებრო სამუშაოებში 67 მაშველია ჩართული.
9 ივლისს საღამოს, რუსეთმა დონეცკის რეგიონში ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
საცხოვრებელი შენობის 2 შესასვლელი მთლიანად განადგურდა. მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს.
გადაუდებელი სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ნანგრევებში კიდევ 34 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არის 9 წლის ბავშვიც.