logo
ENG



დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა

07 მარ 202210:11
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კრიტიკული ტელეარხის, დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. 

ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა - პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება. 

"ორი არჩევანი გვქონდა - ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა. ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს". - თქვა კოტრიკაძემ ქართულ მედიასთან. 


close დახურვა