logo
ENG



დუმის სპიკერი ჟირინოვსკის სიკვდილს უარყოფს

25 მარ 202212:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/10/77w44y9zmprafso.png

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი პოლიტიკოსი, ვლადიმირ ჟირინოვსკის სიკვდილს უარყოფს. მისივე თქმით, ჟირინოვსკი მძიმე მდგომარეობაშია. 

შესწორება: რუსი პოლიტიკოსისა და დუმის დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალებაზე ინფორმაცია სახელისუფლებო გამოცემა Ria-მ სენატორ ალექსანდრ პრონიუშნიკზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც ჟირინოვსკის პარტიის წევრია. 

ვლადიმერ ჟირინოვსკის კლინიკაში 2 თებერვალს გადაიყვანეს, თუმცა რუსულ მედიაში ინფორმაციამ მხოლოდ 9 თებერვალს გაჟონა.

პოლიტიკოსს კორონავირუსის ფონზე ორმხრივი პნევმონია განუვითარდა.  მოგვიანებით მედიამ დაწერა, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, ის ახლობლებს ვერ ცნობდა და ექიმები მის უცხოეთში გადაყვანას ფიქრობდნენ, თუმცა პარტიაში ეს ინფორმაციაც უარყვეს. 

თავად ჟირინოვშკი დეკემბერში აცხადებდა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან კორონავისურის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სპუტნიკი 8-ჯერ გაიკეთა. 


close დახურვა